ჩვენს შესახებ
შპს საოფისე ტექნოლოგიები დაარსდა 2005 წელს და წარმოადგენს მსოფლიოში საოფისე ავეჯის მწარმოებელი წამყვანი ბრენდის სთილქეისის ავტორიზებულ დილერს საქართველოში.
თანამედროვე სამყაროში მობილური, კონკურენტუნარიანი და წარმატებული ბიზნესი რელევანტური ოფისებიდან იმართება. ბიზნესის მართვაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას საოფისე ავეჯი ასრულებს. პროფესიონალურად დაგეგმარებული ოფისი და მაღალი ფუნქციონალურობის მქონე ავეჯი კომპანიის წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს შევუქმნათ ეფექტიანი, ერგონომიული სამუშაო გარემო.
გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს ეფუძნება არქიტექტურული ელემენტების, საოფისე ავეჯისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ჰარმონიულ შერწყმას.
ჩვენი პროდუქციისა და სერვისის მრავალფეროვანი პორტფოლიო საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ პროექტები დამკვეთის ინდივიდუალური მოთხოვნისა და ბიუჯეტის შესაბამისად.




